ხვიჩა კვარაცხელია, კახა კალაძე, პაოლო მალდინი
Aa
Aa

ბავშვობაში მითხრეს, რომ ფეხბურთს ვერ ვითამაშებდი - კალაძის ინტერვიუ სერია A-ს ვებ-გვერდთან

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის კახა კალაძის ინტერვიუ იტალიის სერია A-ს Youtube-გვერდზე გამოქვეყნდა, სადაც ის განვლილი კარიერის გარდა, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს. სიუჟეტში იტალიელი ჟურნალისტი საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის შესახებ დეტალურად საუბრობს

„კახაბერ კალაძე კარლო ანჩელოტის ფორმაციის „მილანის“ ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. მისი ისტორია სავსეა დრამატიზმით, დაბრუნებებითა და ტრიუმფებით. საქართველოს პატარა ქალაქიდან მსოფლიოს საფეხბურთო მწვერვალ როსონერიმდე, სადაც ეტაპობრივად კლუბის იტალიელი ლეგენდების გვერდით დაიმკვიდრა ადგილი.

რა თქვა კალაძემ

დავიბადე სამტრედიაში და ვარჯიში პირველად სწორედ იქ დავიწყე. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ერთხელაც „მილანში“ მოვხვდებოდი. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც „სამტრედიის“ აკადემის მწვრთნელმა მითხრა, რომ ფეხბურთს ვერასოდეს ვითამაშებდი, რამაც ჩემი მოტივაცია გააორმაგა. როსონერისთან 5-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე და ამით ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან მომეცა შანსი ასეთი ისტორიისა და ტრადიციების მქონე კლუბში მეთამაშა. ლომბარდიის დედაქალაქში ცხრა დაუვიწყარი წელი გავატარე და შავ-წითლებთან ერთად მოვიგე ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა. ის გუნდი ოჯახივით იყო, რადგან ჩვენ ანჩელოტის სახით არაჩვეულებრივი მწვრთნელი გვყავდა. რაც შეეხება პაოლო მალდინის, ის ჩემი კერპი იყო და მისი სურათები ოთახში მქონდა გაკრული, უცბად კი მის გვერდით მოვხვდი. ის ტოპ-ფეხბურთელი გახლდათ, გამარჯვებულის მენტალიტეტით და ასევე არაჩვეულებრივი ადამიანი.

კალაძე ამჟამად თბილისის მერის თანამდებობაზე მუშაობს და ქართული ფეხბურთის ელჩია მთელ მსოფლიოში. მან დიდი როლი ითამაშა უნიჭიერესი ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ მოხვედრაში

რას ამბობს კვარაზე

ხვიჩასთან ხშირად ვკონტაქტობ - ის არაჩვეულებრივი ადამიანია. მამამისი ბადრი კი ჩემი ახლო მეგობარია. სანამ ხვიჩასთან კონტრაქტს გააფორმებდნენ, „ნაპოლის“ ხელმძღვანელევბს ვესაუბრე და ავუხსენი, თუ რამდენად კარგ ფეხბურთელს იმატებდნენ. კვარაცხელიამ კი იმდენად კარგად ითამაშა, რომ პარტენოპეის წარმომადგენლები კარგი რჩევისთვის დღემდე მადლიერები არიან. ქართველი ხალხი აღმერთებს მას იმის გამო, რაც გააკეთა და რასაც დღემდე აკეთებს.

კახა კალაძე „მილანში“ 2001-2010 წლებში გამოდიოდა და 284 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა. როსონერისთან ერთად მან ერთხელ სკუდეტო (2004), ერთხელ კოპა იტალია (2003), ერთხელ იტალიის სუპერთასი (2004), ორჯერ ჩემპიონთა ლიგა (2003, 2007), ორჯერ უეფას სუპერთასი (2003, 2007) და ერთხელაც საკონტინენტთაშორისო თასი (2007) მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალაძე: შეიძლება გაგეცინოთ, სანიოლის ხელფასი რომ გითხრათ
კალაძე: შეიძლება გაგეცინოთ, სანიოლის ხელფასი რომ გითხრათ