ვილი სანიოლი, კახა კალაძე, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

კალაძე: შეიძლება გაგეცინოთ, სანიოლის ხელფასი რომ გითხრათ

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ „იმედის კვირასთან’’ ინტერვიუში ვილი სანიოლზე ისაუბრა. კალაძე ვალუტას არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ვილის ხელფასი საკმაოდ დაბალია, 20 000-ს შეადგენს.

კახა კალაძე: „რას ვაფასებ ამ ადამიანში? მისთვის თანხა და ფინანსები პირველ ადგილზე არასდროს ყოფილა, პირიქით... რომ გითხრათ თუ რა ხელფასს იღებს ეროვნულ ნაკრებში, შეიძლება გაგეცინოთ. მისი ხელფასია 20 000. შესაძლოა, დღეს ქართველი მწვრთნელი ვერ გვენახა, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებდა და ამ ხელფასზე იმუშავებდა’’.

47 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2021 წლის თებერვალში დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით ქართველმა ფეხბურთელებმა 33-დან 16 მატჩი მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს, 12 დათმეს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ფინალში საქართველომ პენალტების სერიაში საბერძნეთი დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ქართული ფეხბურთის უდიდეს გამარჯვებაში მთავარი მწვრთნელის წვლილი დიდია, ფრანგი სპეციალისტი ქართული ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები