შოთა არველაძე
Aa
Aa

დროგბასა და ზეედორფის წინააღმდეგ - არველაძე აიაქსის ლეგენდებში ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი შოთა არველაძე „აიაქსის’’ ლეგენდების გუნდში BIF All Stars-ის წინააღმდეგ ითამაშებს. პროექტის მიზანი ერთიანობის, სპორტული ოსტატობისა და მეგობრული სულისკვეთების გამოვლენაა.

შოთასთან ერთად „აიაქსის’’ ლეგენდების გუნდში არონ ვინტერი, იარი ლიტმანენი, უესლი სნეიდერი, რიხარდ ვიჩგე, მაქსველი, ფრენკ დებური, რონალდ დებური და სხვა ვეტერანები ითამაშებენ.

„აიაქსის’’ ლეგენდების მეტოქე Black Impact Foundation-ის All Stars-ი იქნება, რომლის შემადგენლობაში დიდიე დროგბას, კლოდ მაკელელეს, კლარენს ზეედორფს, კრისტიან კარამბეს, დიდას, როკე ჟუნიორსა და სხვა ცნობილ სახეებს ვიხილავთ.

შეხვედრა 20 აპრილს, ამსტერდამის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება. მატჩისგან მიღებული ფინანსური სარგებელი სხვადასხვა სახის სტიპენდიებზე, ჯანდაცვის და საგანმანათლებლო პროგრამებზეა გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, შოთა არველაძე „აიაქსში'' 1997-2001 წლებში თამაშობდა, ნიდერლანდების ჩემპიონატი (1997-98) და თასი (1997-98, 1998-99) მოიგო. შოთამ ყველა ტურნირის გათვალისწინებით „აიაქსისთვის'' ჩატარებულ 125 მატჩში 72 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები