ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ქუჩის ფეხბურთმა ძალიან გამზარდა“ - კვარა ბავშვობის წლებს იხსენებს

„ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქუჩის ფეხბურთმა მის გაზრდაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ხვიჩა კვარაცხელია:

ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია, ეს ჩემი ცხოვრებაა, ეს ეჭვგარეშეა. როდესაც სახლიდან გავდიოდი, მეგობრებთან ერთად ქუჩაში ყოველთვის ვთამაშობდი. ვარჯიშის შემდეგაც მათთან ერთად ვიყავი. პირველი ნაბიჯები ქუჩის ფეხბურთში გადავდგი და იქ გავიზარდე. ვფიქრობ, ჩემი თამაშის დროსაც ხედავთ ამას. ქუჩაში ბურთს ბევრჯერ ეხები, გიყვარს, როცა ფეხებთან გაქვს. და ახლაც, როდესაც რეალურ მოედნებზე და დიდ სტადიონებზე ვთამაშობ, მაინც ვცდილობ ისე თამაშს, როგორც ქუჩაში ვაკეთებდი. როგორც ფეხბურთელი, ქუჩამ გამზარდა და შთაგონების წყაროც ეს იყო.

ნამდვილ კლუბში თამაში 8 წლის ასაკში დავიწყე, კარგ აკადემიაში, შემდეგ 11 ასაკში „დინამოს“ აკადემიაში გადავედი. იქ ხუთი წელი გავატარე. ეს შესანიშნავი აკადემიაა, სადაც შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობენ და თავის მაღალ დონეზე წარმოჩენა შეუძლიათ. იქ ვცხოვრობდი და კლუბი ყველაფერში მეხმარებოდა. ბავშვობაში სერია A-ს ბევრ მატჩს ვუყურე, ვიცოდი, რომ იტალიელი მცველები მსოფლიოში საუკეთესოები იყვნენ. საქართველოში, როდესაც იტალიურ ფეხბურთზე საუბრობ, მაშინვე დიდი მცველები გახსენდება.

ხვიჩა კვარაცხელია გასულ სეზონში „ნაპოლისთან“ ერთად სერია A-ს გამარჯვებული გახდა, სეზონის ბოლოს კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ნეაპოლურ გუნდში დებიუტიდან დღემდე, ხვიჩამ იტალიური გუნდის მაისური ყველა ტურნირზე 82 მატჩში მოირგო, 24 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-ში 28 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ კონტე მოვა, გუნდი კვარას და პოლიტანოს დაკარგავს“ - ცნობილი მწვრთნელი ნაპოლიზე
„თუ კონტე მოვა, გუნდი კვარას და პოლიტანოს დაკარგავს“ - ცნობილი მწვრთნელი ნაპოლიზე