ბარსელონა, პსჟ, ჩავი ერნანდესი, უსმან დემბელე, ლუის ენრიკე
Aa
Aa

ჩავი: “პსჟ ფავორიტია, მათ დემბელე ჰყავთ“

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კატალონიის „ბარსელონა“ „პარი სენ ჟერმენს“ ესტუმრება. მატჩის წინ, სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ჩავიმ?

„ვფიქრობ, 4-წლიანი პაუზის შემდეგ მეოთხედფინალში დაბრუნება დიდებული მომენტია. ჩვენ შეგვიძლია ვიოცნებოთ. ძალიან მოტივირებულები ვართ. ახლა სეზონში საუკეთესო ფორმაში ვართ და ამით ვტკბებით. მზად ვარ გამარჯვებისთვის მომზადებულ გუნდთან სათამაშოდ. ჩემპიონთა ლიგაზე ლუის ენრიკე ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და მას დიდ პატივს ვცემ.

ფეხბურთელის რანგში ლუის ენრიკესთან ერთად თავიდან მუშაობა რთული იყო, მაგრამ ყველაფერი ტრიუმფით დავასრულეთ. მე კაპიტანი ვიყავი, ის მწვრთნელი და ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. ამით ვამაყობ.

ეს იქნება მატჩი, რომელშიც მეტოქის ნახევარზე ბურთის კონტროლი დაგვჭირდება. ბევრი კომპონენტია, რომელიც უნდა გავაკონტროლოთ. ეს ფეხბურთია და მისი სიდიადე სწორედ ის არის, რომ ყველაფერი არაპროგნოზირებადია. საერთო ჯამში ძალიან დაძაბული მატჩი გამოვა. ჩემი აზრით, პსჟ ფავორიტია, რადგან მათ დემბელე ჰყავთ.“

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე 2014/2017 წლებში „ბარსელონას“ წვრთნიდა და 2015 წელს ტრიპლეტი მოიგო.

ეს გუნდები უკანასკნელად 2021 წელს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შეხვდნენ და ორი მატჩის ჯამში „პარი სენ ჟერმენმა“ 5:2 მოიგო. მომავალი დაპირისპირება 10 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლორენტე: “პალეოლითური დიეტით ვცხოვრობ და ამით მოვკვდები“
ლორენტე: “პალეოლითური დიეტით ვცხოვრობ და ამით მოვკვდები“