გაბრიელ სიგუა, ბაზელი
Aa
Aa

სიგუას წარმატებული დაბრუნება - ბაზელმა მოუგებელი სერია შეწყვიტა

შვეიცარიის სუპერ ლიგის 31-ე ტურში „ლოზანა’’ შინ „ბაზელთან’’ 0:2 დამარცხდა. ფაბიო სელესტინის გაწვრთნილმა გუნდმა 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 12-გუნდიან ჩემპიონატში 36 ქულით მე-9 ადგილზეა.

„ბაზელს’’ 5-მატჩიანი პაუზის შემდეგ გაბრიელ სიგუა დაუბრუნდა, 18 წლის ქართველი ტალანტი შვეიცარიულ კლუბს ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა. სიგუა თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო, ტაულანტ ჯაკა შეცვალა, როცა ანგარიში 0:1 იყო.

Bzbasel-მა სიგუას თამაში 4,5-ით შეაფასა. გამოცემამ მისი თამაშიდან მეორე გოლის ეპიზოდი გამოარჩია, როცა გაბრიელი მაღალ პრესინგზე თამაშობდა, მეტოქემ ბურთი დაკარგა და ტერნო ბარიმ მეორე გოლი გაიტანა. ბარის ანგარიშზეა ორივე გოლი, მისი თამაში 6 ქულით შეფასდა.

გასულ ზაფხულში გაბრიელ სიგუა თბილისის „დინამოდან'' „ბაზელში'' გადავიდა, შვეიცარიულ კლუბში 14 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. გაბრიელმა სამივე გოლი შვეიცარიის ჩემპიონატში შეაგდო, ხოლო საგოლე პასი თასის შეხვედრაში გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები