ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე
Aa
Aa

კარლსრუემ ლიდერს მოუგო - ბუდუს საგოლე მომენტი და გამარჯვება

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 28-ე ტურში „კარლსრუემ’’ შინ სატურნირო ცხრილის ლიდერი „ზანკტ პაული’’ 2:1 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ „კარლსრუე'' 42 ქულით მე-6 ადგილზეა, საუკეთესო სამეულს 6 ქულით ჩამორჩება, სეზონის დასრულებამდე 6 ტური რჩება და თუ მესამე ადგილზე გავა, ფლეი-ოფის გზით ბუნდესლიგაში აღზევებას შეეცდება.

„კარლსრუეს’’ სასტარტოში ბუდუ ზივზივაძემ ითამაშა, კრისტიან აიხნერმა 67-ე წუთზე შეცვალა, როცა ანგარიში 1:1 იყო. შეცვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ქართველ ფორვარდს გოლის გატანის შანსი ჰქონდა, მახვილი კუთხიდან ურტყამდა და მეკარემ აუღო.

 

70-ე წუთზე პაულ ნებელმა გამარჯვების გოლი შეაგდო, 77-ე წუთიდან „კარლსრუე’’ რიცხვობრივ უპირატესობაში თამაშობდა, სტუმრები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ.

30 წლის ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგის 26 მატჩში 10 გოლი შეაგდო. 26-დან 10 მატჩი სასტარტოში დაიწყო, 10-დან 4 გოლი ცვლილებაზე გამოსვლის შემდეგ გაიტანა.

„კარლსრუე'' შემდეგ მატჩს სტუმრად „პადერბორნთან'' გამართავს (13 აპრილი, 15:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები