კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, უკრაინის პრემიერ ლიგა, ბათუმის დინამო, გიორგი წიტაიშვილი, კიევის დინამო, ჟიტომირ პოლისია
Aa
Aa

წიტაიშვილი უკრაინაში ბრუნდება? - ქართველის მიმართ სერიოზული ინტერესია

საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ გარემარბი, გიორგი წიტაიშვილი ზაფხულში შესაძლოა უკრაინულ კლუბ „ჟიტომირ პოლისაში“ გადავიდეს. ამის შესახებ ცნობილი უკრაინული სააგენტო Sport.UA წერს.

გამოცემის ექსკლუზიური ინფორმაციით, „ჟიტომირი“ წიტაიშვილს ტრავმირებული ბენი მაკუანის შემცვლელად მოიაზრებს.

რა წერია Sport.UA-ს სტატიაში:

როგორც შევიტყვეთ, საქართველოს ნაკრების გარემარბის, გიორგი წიტაიშვილის გადაბირებით ჟიტომირის „პოლისა“ არის დაინტერესებული. კლუბში მას ტრავმირებული ბენი მაკუანის შემცვლელად განიხილავენ.

ჩვენი ინფორმაციით, ზაფხულში „პოლისა“ წიტაიშვილის კანდიდატურას აქტიურად განიხილავს. მისი მოსვლა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ უხელმძღვანელებს გუნდს.

გიორგის კონტრაქტი კიევის „დინამოს“ ეკუთვნის. ქართველმა ფეხბურთელმა ფიფას მიერ დადგენილი წესით კიევურ კლუბთან კონტრაქტი დროებით შეაჩერა. ამ წესის მიხედვით, უკრაინის პრემიერ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებს კონტრაქტის ცალმხრივად შეჩერება შეუძლია, ამ შეთანხმებას კი ვადა ზაფხულის დასაწყისში ეწურება და წიტაიშვილსაც „დინამოში“ დაბრუნება მოუწევს. მის ამჟამინდელ კლუბს, ბათუმის დინამოს ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსასყიდად საკმარისი ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს.

კიევის „დინამო“ წიტაიშვილის ბედს ზაფხულში გადაწყვეტს, რადგან კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისს ეწურება. „დინამოს“ ორი ვარიანტი ექნება, ან ხელშეკრულების გახანგრძლივება და პირველ გუნდში შანსის მიცემა, ან სხვა გუნდში გაყიდვა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილი კიევის „დინამოს“ აღზრდილია, თუმცა, პირველ გუნდში თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მისცემია, რის გამოც პროფესიონალური კარიერის დიდი ნაწილი სხვადასხვა გუნდებში განათხოვრებით გაატარა. ქართველი ფეხბურთელი ახლა ბათუმის „დინამოს“ ღირსებას იცავს. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 27 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

წიტაიშვილმა ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა და ევრო 2024-ზე მოხვედრაც იზეიმა.

„ჟიტომირ პოლისა“ უკრაინის პრემიერ ლიგის 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში 33 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება და ევროტურნირების ზონაში მყოფ კიევის „დინამოს“, რომელსაც 3 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 8 ქულით ჩამორჩება. „პოლისას“ შიდაჩემპიონატში ზედიზედ 8 თამაშია არ მოუგია და აქედან ბოლო 4 შეხვედრაში დამარცხდა, მანამდე კი ზედიზედ 4 მატჩში ფრედ ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვაისმა ჟერსონი გუნდიდან გააგდო - თბილისური მატჩის სკანდალური ფეხბურთელი
ვაისმა ჟერსონი გუნდიდან გააგდო - თბილისური მატჩის სკანდალური ფეხბურთელი