გიორგი არაბიძე
Aa
Aa

არაბიძის შოუ - ორი საოცარი გოლი გაიტანა და 10-კაციან ტორპედოს მოაგებინა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურში ქუთაისის „ტორპედომ’’ ფოთის „კოლხეთი 1913’’ 3:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებით „ტორპედომ'' 9 ქულა დააგროვა, მე-4 ადგილზეა და მე-5 პოზიციაზე მყოფ „კოლხეთს'' 1 ქულით გაუსწრო.

გიორგი არაბიძემ დუბლი შეასრულა, 27-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 79-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა, ორივე გოლი ბრწყინვალე იყო, განსაკუთრებით შთამბეჭდავი მეორე გოლი გამოვიდა.

არაბიძის პირველი გოლის შემდეგ საბა ფირანაშვილმა ასევე შესანიშნავი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი ქუთაისის „ტორპედოს’’ მცველი ცოტნე ნადარაია მოედნიდან გააძევეს, 35-ე წუთიდან მოყოლებული სტივ კინის გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდა.

პირველი ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე კირილ კლიმოვმა სტუმრები დააწინაურა. შესვენებაზე გუნდები 1:2-ზე გავიდნენ, „ტორპედო’’ მარცხდებოდა.

მეორე ტაიმში, 69-ე წუთზე არაბიძის მორიგი დარტყმის შემდეგ ლაშა შერგელაშვილმა დამატებაზე ითამაშა და ანგარიში გაათანაბრა. 79-ე წუთზე არაბიძემ საოცარი გოლი შეაგდო და ამ გოლით 10-კაციან „ტორპედოს’’ მოაგებინა.

ფოტო: „ტორპედოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები