ლაშა დვალი
Aa
Aa

დვალი: ბოლოს ისინი დავრჩით, ვინც პენალტებს ნაკლებად ვურტყამდით

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ლაშა დვალმა, პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ჩართვისას ისტორიული ფინალის შესახებ ისაუბრა და საინტერესო დეტალები გაამხილა.

„შეხვედრა კარგად წამივიდა და, ჩემი აზრით, კარგად ვითამაშე. თავს კარგად ვგრძნობდი და მქონდა განცდა, რომ გავიტანდი. ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, პენალტი დამერტყა და ღმერთის წყალობით, ბურთი ბადეში აღმოჩნდა.

პენალტისტების ხუთეული წინასწარ თუ იყო ცნობილი? პირველი სამი მხოლოდ – ქოჩორაშვილი სულ არტყამდა. ხვიჩა და ჩაკვე უკვე გასულები იყვნენ, თორემ აუცილებლად შეასრულებდნენ, რადგან წინასწარაც ვარჯიშობდნენ. თუმცა ისე მოხდა, რომ მოედანზე ისინი დავრჩით, ვინც პენალტებს ნაკლებად ვარტყამდით.

ბიჭებმა მაგრად დაარტყეს. მიქაუტაძემაც კარგად შეასრულა, მაგრამ ფეხბურთში ასეც ხდება და ააცილა. საბოლოდ ფეხბურთში ყველაფერი გოლებით ითვლება და ჩვენ გავიმარჯვეთ.

ყაზახებთან ბერძნების 5:0? ამან ჩვენზე არანაირი გავლენა არ იქონია. ვუყურეთ მათ მატჩს და უბრალოდ ყაზახების კარში გოლების გატანა ადვილი იყო. ეს ყაზახების სუსტი თამაშით იყო გამოწვეული. ეს ყველაფერი გავაანალიზეთ. ტაქტიკურად, პოზიციურად კარგად მოვემზადეთ.

ბერძნები ძირითადად სულ მარჯვნიდან უტევდნენ. შენგელიას და ნახევარმცველებს ვესაუბრე და მოვემზადეთ, თუ როგორ უნდა გვემოქმედა დაცვაში, რა დროს უნდა ასულიყო ის და მე დამეზღვია, რა დროს ჩამოსულიყო ზონის დასაკეტად.

გვწამდა, რომ პირველი გოლის გაშვების შემთხვევაშიც უნდა შეგვეტია და მაინც მოგვეგო".

– განაცხადა ლაშა დვალმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელია: ევროპის ჩემპიონატის გამოტოვების რისკი გამოირიცხა
შენგელია: ევროპის ჩემპიონატის გამოტოვების რისკი გამოირიცხა