გიორგი ლორია, ალექსანდრე იაშვილი, შიმონ მარჩინიაკი, გიორგი კაციტაძე
Aa
Aa

„დღემდე არ ვიცი რატომ გამაძევეს“ - გიორგი ლორიამ საბერძნეთთან მატჩი შეაფასა

საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა წევრმა გიორგი ლორიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათ-კვირის დილაში“ ისაუბრა. ის უკვე მეთოთხმეტე წელია საქართველოს ეროვნული გუნდის წევრია და მთავარი ოცნება ახლა აისრულა. ლორიამ მატჩის შეფასების გარდა, მის გაძევებაზეც გააკეთა კომენტარი

რა თქვა ლორიამ

კიდევ ერთხელ დამტკიცდა რა შეუძლია ფეხბურთს - მგონია, რომ ყველა ახალ წელს ვაჯობეთ, იმხელა ზეიმი დაიწყო ჩვენ ქვეყანაში. სპორტის ეს სახეობა საინტერესო იმით არის, რომ პროგნოზების გაკეთება არ შეიძლება. არანაირი წნეხი ჩვენ აღარ გაგვაჩნია - ლაღად, მშვიდად ვითამაშებთ ევროპის ჩემპიონატზე და ჩვენ გასაკეთებელს გავაკეთებთ ამ ტურნირზე, სადაც პლეი-ოფში გასვლისთვის შესაძლოა 3 ქულაც საკმარისი აღმოჩნდეს. წარმატების ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელია გულშემატკივარია - როდესაც „დინამო არენა“ სავსეა, ჩვენ უფრო მეტ ენერგიას ვიღებთ. რაც შეეხება გაძევების მომენტს, დღემდე არ ვიცი შიმონ მარცინიაკმა წითელი ბარათი რატომ მიჩვენა. მოვლენების ეპიცენტრთან ბოლომდე მისული არც ვიყავი, როდესაც პოლონელი არბიტრი მომიახლოვდა და მინდვრიდან გამაძევა. როგორც ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და ნაკრების მენეჯერმა გიორგი კაციტაძემ მითხრეს, უეფადან რაპორტის მოსვლის ელოდებიან, სადაც დეტალურად იქნება ახსნილი ჩემთვის წითელი ბარათის ჩვენების მიზეზი, ამის შემდეგ კი ალბათ ფედერაცია გაასაჩივრებს.

გიორგი ლორია საქართველოს ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობს და ეროვნული გუნდის მაისურით 77 შეხვედრა გამართა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: ბიჭებმა მითხრეს, რომ გერმანიაში ტურისტად ჩასვლას არ აპირებენ
სანიოლი: ბიჭებმა მითხრეს, რომ გერმანიაში ტურისტად ჩასვლას არ აპირებენ