ხვიჩა კვარაცხელია, კახა კაჭარავა
Aa
Aa

კაჭარავა ხვიჩაზე: „პროფესიონალია და არასდროს ნებდება“

თბილისის „დინამოს“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კახა კაჭარავამ ბერძნულ Gazzetta-სთან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

კახა კაჭარავა:

ხვიჩა ახლა ის კიდევ კარიერის დასაწყისის ეტაპზეა და საკმაოდ კარგად მუშაობს. დარწმუნებული ვარ, ის კიდევ უფრო განვითარდება.

როდესაც „დინამო თბილისის“ მწვრთნელი ვიყავი, ის აკადემიაში იყო, მაგრამ შესაძლებლობა მივეცი, რომ პირველ გუნდთან ერთად შესაძლებლობა მივეცი. ის მალევე მოხვდა სასტარტო თერთმეტეულში, რადგან მომწონს ფეხბურთელები, რომლებსაც ასეთი დრიბლინგი აქვთ და სახიფათო ზონებში მარტივად შედიან. მასში გამოვარჩევდი პროფესიონალიზმს, ის არასდროს ნებდება.

ის არის ფეხბურთელი, რომელსაც მოედანზე ცვლილებების შეტანა და სხვაობის შექმნა შეუძლია არამხოლოდ კონკურენტუნარიანობის, არამედ ფეხბურთისადმი სიყვარულისა და დამოკიდებულების გამო. დარწმუნებული ვიყავი, რომ დიდი კარიერა ექნებოდა.

მეტოქესთან პირისპირ ძალიან ძლიერია, აქვს კარგი დრიბლინგი და შეუძლია როგორც გოლის გატანა, ისე ასისტის შესრულებაც, მისი მახასიათებლები უფრო უმჯობესდება.

არასდროს დამავიწყდება პირველ გუნდში მისი დებიუტი, სადაც ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. ეს მისთვის დიდი მომენტი იყო.

შეგახსენებთ, რომ კახა კაჭარავა თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი 2017-2018 წლებში იყო და ხვიჩა კვარაცხელიას თბილისურ კლუბში დებიუტი სწორედ 2017 წლის 29 სექტემბერს, „კოლხეთი 1913“-ის წინააღმდეგ შედგა, სადაც საგოლე გადაცემა შეასრულა. ხვიჩამ „დინამოში“ 4 მატჩი ჩაატარა და თავი 1 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

დღეს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი ევრო 2024-ის საგზურს მოიპოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გაგრძელდება ჩაკვე-კვარას სერია? ქართული დუეტის საფრთხე ბერძნებისთვის
გაგრძელდება ჩაკვე-კვარას სერია? ქართული დუეტის საფრთხე ბერძნებისთვის