მე-10 ბრძოლა UFC-ში - რომან დოლიძის მეტოქე ცნობილია
რომან დოლიძე UFC-ში თავის მე-10 ბრძოლას გამართავს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართველის მეტოქე ამერიკელი ენტონი ერნანდესი იქნება.
ერნანდესს UFC-ში 5 ბრძოლა აქვს მოგებული. მისი ბოლო გამარჯვება UFC 298-ზე იყო, როცა რუსი რომან კაპილოვი მეორე რაუნდში დაახრჩო. მისი ბოლო მსხვერპლები როდოლფო ვიეირა, ჯოშ ფრემდი, მარკ-ანდრე ბარო და ედმენ შაჰბაზიანი (და კაპილოვი) იყო.
როგორც მოგეხსენებათ, რომანმა წინა ბრძოლა ნასურდინ იმავოვთან მსაჯების გადაწყვეტილებით დათმო. დოლიძემ თავისი შესაძლებლობების რეალიზება ვერ შეძლო და ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ბრძოლა აჩვენა. ეს მისთვის ზედიზედ მეორე მარცხი იყო.
დოლიძის ანგარიშზე ამ მომენტისთვის UFC-ში 6 მოგება და 3 მარცხია.
ამ მომენტისთვის დოლიძე საშუალო წონით კატეგორიაში მე-9 ადგილზე იმყოფება. ენტონი ერნანდესი კი მე-12 პოზიციას იკავებს.