ვილი სანიოლი, გუსტავო პოიეტი
Aa
Aa

მხურვალე ქომაგობა, რთული გამოცდა | უეფა საქართველო vs საბერძნეთზე

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩებს სტატია მიუძღვნა და შეხვედრის მონაწილეებზე მოკლედ ისაუბრა. რა თქმა უნდა, უეფას ყურადღების ცენტრში საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების დაპირისპირებაც მოექცა და აი, რა წერია სტატიაში:

„ქართველმა გულშემატკივრებმა საქართველოს ნაკრები ფინალში მქუხარე შეძახილებით გააცილეს. ჯვაროსნებმა ლუქსემბურგი ბუდუ ზივზივაძის დუბლით დაამარცხეს და ვილი სანიოლის გუნდს ფინალში, საბერძნეთის სახით, უფრო რთული გამოცდა ელოდება. ეჭვგარეშეა, რომ მხურვალე ქომაგობა საქართველოს მუხტს მისცემს, მაგრამ ფრანგმა სპეციალისტმა იცის, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად უკეთესი თამაშის ჩვენებაა საჭირო.

საბერძნეთმა პლეიოფის ნახევარფინალში, საკუთარ ისტორიაში უდიდესი გამარჯვება იზეიმა და ყაზახეთი 5:0 გაანადგურა, თუმცა, თეთრ-ლურჯების მთავარმა მწვრთნელმა, გუსტავო პოიეტმა იცის, რომ გუნდს მენტალიტეტზე აქვს სამუშაო და ემოციების გაკონტროლებაა საჭირო. საბერძნეთისთვის ევრო 2024-ს უდიდესი სიმბოლური დატვირთვა აქვს და ესაა ტურნირი, რომელიც მათი ტრიუმფიდან 20 წლის შემდეგ იმართება“, - წერს უეფას ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-საბერძნეთის დაპირისპირება 26 მარტს „დინამო არენაზე'' გაიმართება, შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. გამარჯვებული გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისტორიის დაწერამდე 1 მატჩი აშორებს“ | AS-ი მამარდაშვილზე და ფინალზე
„ისტორიის დაწერამდე 1 მატჩი აშორებს“ | AS-ი მამარდაშვილზე და ფინალზე