ხვიჩა კვარაცხელია, ნონა გაფრინდაშვილი
Aa
Aa

„მისი დაბრუნებით მოლოდინი იზრდება“ - ნონა გაფრინდაშვილი ხვიჩაზე და ფინალზე

ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა, რომელიც ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია, გადაცემაში „იმედი LIVE” 26 მარტს გასამართი საქართველო-საბერძნეთის მატჩის შესახებ ისაუბრა, რომლის გამარჯვებულიც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდება.

რა თქვა გაფრინდაშვილმა

ხვიჩა კვარაცხელია არის გუნდის ლიდერი და რა თქმა უნდა მისი დაბრუნების გამო მოლოდინი იზრდება. მე კარგად მახსოვს საბერძნეთი-საქართველოს ბოლო თამაში და მაშინ ჩვენმა გუნდმა არაჩვეულებრივად ითამაშა. ვუყურე რამდენიმე დღის წინ ლუქსემბურგთან მატჩს და თითოეულ ქართველ ფეხბურთელს მომატებული აქვს, თქვენ წარმოიდგინეთ მათ რომ ხვიჩა დაემატებათ, რამდენად კარგად ითამაშებენ. მეც და მთელი ქვეყანაც ოპტიმისტურად ვართ განწყობილი.

ჭადრაკის ქართველ ლეგენდას იტალიის სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშისთვის საჩუქარი აქვს - საკოლექციო ჭადრაკიდან მეფის ფიგურა, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიას ნონა გაფრინდაშვილი უახლოეს მომავალში გადასცემს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ ვფიქრობ, რომ ფინალის საქართველოში თამაში ვინმეს გაუხარდეს“ - კვარა საბერძნეთთან მატჩზე
„არ ვფიქრობ, რომ ფინალის საქართველოში თამაში ვინმეს გაუხარდეს“ - კვარა საბერძნეთთან მატჩზე