U18 | საქართველოს ნაკრების ფრე დანიასთან
საქართველოს 18-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა პორტუგალიაში მიმდინარე ოთხთა ტურნირზე მეორე მატჩი ჩაატარა.
ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი ამჯერად დანიის 18-წლამდე გუნდს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 1:1 ითამაშა.
ანგარიში 37-ე წუთზე თეიმურაზ ოდიკაძემ გახსნა. 59-ე წუთზე კი დანიელთა კაპიტანმა, ლუკას ლარსენმა თერთმეტმეტრიანით წონასწორობა აღადგინა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას შეხვდა და უშანსოდ, 0:4 დამარცხდა, მომდევნო შეხვედრას კი 26 მარტს, მაროკოს ასაკობრივ გუნდთან გამართავს.