ჯეფ სტრასერი
Aa
Aa

ლუქსემბურგის ნაკრების ექს-მოთამაშე: „გუნდი, რომელსაც რაღაც აქვს დასაკარგი, საქართველოა“

ლუქსემბურგის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯეფ სტრასერმა საქართველოსთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. სტრასერს „გლადბახში“, „კაიზერსლაუტერნსა“ და „მეცში“ უთამაშია და მისი თქმით, გუნდი, რომელსაც რაღაც დასაკარგი აქვს, საქართველოა.

„ევროპის ჩემპიონატზე გასვლა უდიდესი აღფრთოვანების მომტანი მოვლენა იქნება. საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის გამო, აღფრთოვანება ახლაც არსებობს, მაგრამ რა თქმა უნდა, ევროპირველობაზე თამაში რაღაც განსაკუთრებული და გასაოცარი მოვლენა იქნება. საქართველოსთან მატჩს რაც შეეხება, გუნდი, რომელსაც რაღაც აქვს დასაკარგი, საქართველოა და არა ლუქსემბურგი“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების მატჩი 21 მარტს, 21:00-ზე დაიწყება. შეხვედრის დაწყებამდე, UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია „დინამო არენაზე“ შეკრებილ გულშემატკივრებს საჩემპიონო ქამარს წარუდგენს.

ცნობისთვის, ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, პოლ ფილიპის თქმით, მომდევნო ეტაპზე გასვლის უკეთესი შანსი საქართველოს აქვს - 55-45-ზე. ფილიპი აცხადებს, რომ „წითელი ლომის“ მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა, მაგრამ წაგება კატასტროფა არ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონორმა ზაფხულში დავბრუნდებიო - ვისთან იჩხუბებს ირლანდიელი?!
კონორმა ზაფხულში დავბრუნდებიო - ვისთან იჩხუბებს ირლანდიელი?!