მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„იქნება, თუ არა ჩემი და იანის მატჩ-რევანში?“ - რას პასუხობს დვალიშვილი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა MMA Junkie-სთან ვრცელ ინტერვიუში რუს პიოტრ იანთან შესაძლო მატჩ-რევანშზე ისაუბრა.

რა თქვა „მანქანამ“:

სონგ იადონგთან პიოტრ იანის გამარჯვება გამიხარდა. ის კარგი მებრძოლია, მაგრამ ვისურვებდი, რომ უფრო თავმდაბალი იყოს. ვფიქრობ, ჩემთან მარცხის შემდეგ, მან უფრო მოკრძალებულად მოექცევა დაიწყო. მატჩ-რევანში? წინააღმდეგი არ ვარ. თუ გამარჯვებებს გააგრძელებს და ამას მეც გავაკეთებთ, მაშინ ერთმანეთს კიდევ შევხვდებით.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბრძოლა გასული წლის მარტში გაიმართა და „მანქანამ“ რუსი მეტოქე აბსოლუტური დომინაციით და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მას შემდეგ, მებრძოლებმა მხოლოდ ერთი ბრძოლა გამართეს. 18 თებერვალს მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდოს მოუგო, რითაც სატიტულო ბრძოლა გაინაღდა, პიოტრ იანმა კი გასულ უქმეებზე, ჩინელი სონგ იადონგი დაამარცხა და ზედიზედ სამბრძოლიანი წაგებათა სერია დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები