ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე
Aa
Aa

ბუდუს გარეშე კარლსრუემ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა - ზივზივაძეს ვირუსი შეეყარა

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მეორეადგილოსანმა ჰოლშტაინ „კილმა’’ შინ „კარლსრუე’’ 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი „შალკესა’’ და „ტოტენჰემის’’ ყოფილმა ფეხბურთელმა ლუის ჰოლტბიმ გაიტანა.

„კარლსრუეს’’ ქართველმა ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ ეს მატჩი გამოტოვა, სამატჩო განაცხადშიც არ იმყოფებოდა, მას ვირუსი შეეყარა, მაღალი ტემპერატურა არ აქვს, თუმცა თავს სუსტად გრძნობს და ამ მიზეზის გამო მნიშვნელოვან შეხვედრაში ვერ ითამაშა. „კარლსრუეში’’ ვირუსი გავრცელდა და ქართველ ფეხბურთელსაც შეეყარა. სავარაუდოდ, ბუდუ უახლოეს დღეებში სავარჯიშო პროცესს დაუბრუნდება.

„კილთან’’ მატჩი სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო, ამ მარცხის შემდეგ „კარლსრუეს’’ მესამე ადგილოსანთან ქულების შემცირება შეეძლო,  35 ქულით მე-9 ადგილზეა და მესამე პოზიციაზე მყოფ „ჰამბურგს’’ 6 ქულით ჩამორჩება. კრისტიან აიხნერის გუნდს რომ მოეგო, მეორე ბუნდესლიგაში აღზევების შანსი მნიშვნელოვნად გაეზრდებოდა. ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტურია დარჩენილი და მესამე ადგილისთვის ბრძოლის შანსი კვლავ არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ „კარლსრუე’’ სეზონს მეორე ადგილზე დაასრულებს, გადამწყვეტ შეხვედრაში ბუნდესლიგაში მე-16 ადგილზე გასულ კლუბს დაუპირისპირდება, გამარჯვებული გერმანიის ელიტარულ ჩემპიონატში ითამაშებს.

ბუდუ დღეს იუბილარია, 30 წლის გახდა. ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონის მეორე ბუნდესლიგაში 23 მატჩში 8 გოლი შეაგდო, მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებულ ბოლო 11 მატჩში მის ანგარიშზე 7 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები