ვინისიუს ჟუნიორი, უილი ორბანი, ბენჟამინ ჰენრიხსი
Aa
Aa

ლაიფციგის ფეხბურთელები: „ვინისიუსი გაძევებას იმსახურებდა“

„რეალი“ – „ლაიპციგის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ „კიკერთან“ კომენტარი „რედ ბულის“ მცველებმა ვილი ორბანმა და ბენჟამინ ჰენრიქსმა გააკეთეს. მათ შეხვედრის მთავარი არბიტრი დავიდე მასა ღიად გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ გაფრთხილების ეპიზოდში ვინისიუს ჟუნიორი არა ყვითელს, არამედ წითელ ბარათს იმსახურებდა.

რა თქვა ორბანმა:

ათასჯერ მაინც ვნახე ეპიზოდის გამეორება და შემიძლია გითხრათ, რომ ეს ასპროცენტიანი წითელი ბარათი იყო. დარწმუნებული ვარ, „ლაიპციგის“ რომელიმე ფეხბურთელს ასე უხეშად რომ ეთამაშა, მას აუცილებლად გააძევებდნენ.

შედარებით ნაკლებად კრიტიკული იყო ჰენრიქსი, რომელმაც ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მათ წარუმატებლობაში მთავარი ბრალი ისევ თავად მიუძღვით

ჰენრიქსის კომენტარი:

სისულელეა იმის თქმა, რომ არბიტრი ობიექტურად იქცეოდა, მაგრამ წარუმატებლობაში მთავარი დამნაშავენი ისევ ჩვენ ვართ, რადგან უამრავი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ.

„ლაიპციგი“ „რეალთან“ ორი მატჩის ჯამში 1-2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთისა. გერმანიის ბუნდესლიგაში კი „რედ ბულის“ გუნდი ოცდაოთხი ტურის შემდეგ 43 ქულით მეხუთე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარკო როზე: “ვამაყობ, ლაიპციგმა ბერნაბეუზე პირველ ნომრად ითამაშა“
მარკო როზე: “ვამაყობ, ლაიპციგმა ბერნაბეუზე პირველ ნომრად ითამაშა“