ლევან ყენია, უერდინგენი
Aa
Aa

ყენიას წარმატებული დებიუტი - უერდინგენში მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელია

გერმანულ „უერდინგენს’’, რომელსაც ბუნდესლიგაში თამაშის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რთული პერიოდი უდგას, ამჟამად ობერლიგაში გამოდის. ახლახან, გუნდის მთავარი მწვრთნელი მოხსნეს და მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად ლევან ყენია დაინიშნა, რომელიც მანამდე მოთამაშე-მწვრთნელის ფუნციას ასრულებდა.

ლევან ყენიას დებიუტი მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარმატებული გამოვიდა, „ველბერტს’’ გასვლით შეხვედრაში მოუგეს (1:2). ობერლიგის მიმდინარე სეზონში 18 გუნდს შორის „უერდინგენი'' 34 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ „ბაუმბერგს'' 8 ქულით ჩამორჩება. თუ „უერდინგენი'' პირველ ადგილზე ვერ გავა, შემდეგ სეზონს კვლავ ობერლიგაში გაატარებს. ობერლიგა რანგით მე-5 ლიგაა.

ლევანს ჯერ კარიერა არ დაუსრულებია. შესაძლოა, კვლავ განაახლოს, თუმცა ამჟამად მხოლოდ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელია.  „შალკეს’’ ყოფილი ფეხბურთელი გერმანულ მედიასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ახალ პოზიციაზე დანიშვნას დიდი სიხარულით შეხვდა და ეცდება თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოს.

ამ სეზონში ლევან ყენიამ „უერდინგენში’’ 17 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 6 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები