ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„ეს დიეგოს არასოდეს დაემართებოდა“ - ნეაპოლში ხვიჩას და ოსიმენის მურალი წაშალეს

ნეაპოლის ერთ-ერთ ქუჩაზე, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის მურალი იყო დახატული, ამიერიდან მათ მაგივრად ცნობილი ნეაპოლელი რეპერის, Geolier-ის მურალი იქნება გამოსახული.

ამის ამსახველი კადრები ცნობილი გამოცემა Il Mattino-ს ფოტოჟურნალისტმა, სერჯო სიანომ გაავრცელა, რომელმაც სოციალურ ქსელში ასეთი შინაარსის პოსტი გაავრცელა:

„კვარაცხელიას და ოსიმენის მურალი Geolier-მა გააუქმა. ეს დიეგოს არასოდეს დაემართება“, - დაწერა სიანომ.

სერჯო სიანოს პოსტს დიდი გამოხმაურება ჰქონდა კომენტარებში და მომხმარებლები ასეთი შინაარსის კომენტარებს წერდნენ:

„ეს შეიძლება მხოლოდ მათ დაემართოს, ვისაც არ მოსწონს ლურჯი მაისური და ეჭვქვეშ აყენებს მის ტარებას“.

„არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ დიეგო უდიდესი იყო არამხოლოდ ფეხბურთელი, არამედ როგორც პიროვნება და ამ გუნდის მაისურის მატარებელი. ეს ამ ორში არ იგრძნობა“.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის მურალი ამ ქუჩაზე ნეაპოლელმა მხატვარმა, ფსევდონიმით Teso1-მა გასული სეზონში, სკუდეტოს მოგების შემდეგ დახატა და Geolier-ის მურალის ნამუშევარიც მას უკავშირდება. ამის მიზეზი იტალიელი რეპერის ბოლოდროინდელი წარმატება გახდა, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ, სანრემოს ფესტივალზე მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Tuttosport: შესაძლოა ხვიჩამ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლოს
Tuttosport: შესაძლოა ხვიჩამ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლოს