ხვიჩა კვარაცხელია, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

„ნაპოლის დაცემა კვარაცხელიას ბრალი არ არის“ - ცნობილი მწვრთნელი ხვიჩაზე

ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა, ბორტოლო მუტიმ Calcio Napoli 24-ის პირდაპირ ეთერში „ნაპოლის“ ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას საკითხსაც შეეხო.

რას ამბობს მუტი:

ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ კვარაცხელია „ნაპოლის“ დაცემის ერთადერთი მიზეზია. ამ სეზონში გუნდის ვერცერთი მოთამაშე გამოხატავს თავის თავს საუკეთესოდ. შარშან ბევრი ლიდერის ყურებას მივეჩვიეთ, ახლა კი გუნდი იტანჯება, იგივე ვნახეთ „კალიარისთანაც“. შესაძლოა, პრობლემები კვარაცხელიასაც აქვს, მაგრამ ახლა ამაზე კამათი არ ღირს.

უნდა შეიცვალოს თუ არა სეზონის დარჩენილ ეტაპზე? გუნდში ტექნიკური მემკვიდრეობა არსებობს და ეს საკითხი თავიდან-ბოლომდე სამწვრთნელო შტაბის გადასაწყვეტია. ერთადერთი, რაც ცალსახაა, მწვრთნელს მოტივაციაზე მოუწევს მუშაობა. შესაძლოა, ეს საკითხი გარდამტეხი „სასუოლოსთან“ მატჩში იყოს. იმპულსსა და ენთუზიაზმს შორის ეს მთავარი წყალგამყოფი იყოს.

ვფიქრობ, მთავარი პრობლემა მაინც მენეჯმენტშია. გუნდი, რომელიც სკუდეტოს მოიგებს, ჯუნტოლის, სპალეტისა და რამდენიმე ფეხბურთელის წასვლის შემდეგ გარდამტეხად უნდა გაძლიერებულიყო. როცა მწვერვალზე იმყოფები, უფრო მშიერი უნდა იყო, „ნაპოლის“ კი ძვრა არ ჰქონია.

69 წლის ბორტოლო მუტი სხვადასხვა წლებში „ნაპოლის“, „კალიარის“, „ატალანტას“, „პალერმოსა“ და სხვა იტალიური გუნდების მწვრთნელი იყო.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ბოლო ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „კალიარის“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა. 26 ტურის შემდეგ, ფრანჩესკო კალცონას გუნდი 37 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება, თუმცა, კონკურენტებთან შედარებით ერთით ნაკლები მატჩი აქვს გამართული, რომელსაც ოთხშაბათს, „სასუოლოსთან“ გამართავს, კვირას კი 27-ე ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ვინმე ამიხსნით კაცს რატომ ვერ სცდება? - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე
ვინმე ამიხსნით კაცს რატომ ვერ სცდება? - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე