ხვიჩა კვარაცხელია, ანდრეი არშავინი
Aa
Aa

ასეთი პერიოდი ყველა ფეხბურთელს აქვს - არშავინმა კვარაზე ისაუბრა

ლონდონის „არსენალის’’ ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეი არშავინმა Match TV-სთან ინტერვიუში „ნაპოლის’’ შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, „ნაპოლის'' ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად მოუმზადებლები არიან.

„რა ხდება „ნაპოლიში?’’ საუბრობენ რომ მეორე სეზონის სინდრომი აქვთ. მთელი გუნდი მენტალურად მოუმზადებელია და ეს ალბათ ხვიჩასაც ეხება. პირველი სიგნალი ლუჩანო სპალეტის წასვლა იყო, როცა ჩემპიონები გახდნენ. ოსიმენი ხელფასით უკმაყოფილო იყო და ხელფასის გაზრდა მოითხოვა. ფეხბურთელებმა ჩათვალეს, რომ ყველაფერი კარგად იყო და ყველაფერი თავისით განვითარდებოდა.

ხვიჩა კარგი მოთამაშეა, მაგრამ ასეთი პერიოდები ნებისმიერ ფეხბურთელს აქვს’’.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 23 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა. ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში 7 მატჩში მის ანგარიშზე 1 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები