ხვიჩა კვარაცხელია, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

კალცონას 3 ახალი წესი - ვინც არ დაემორჩილება დაისჯება

ფრანჩესკო კალცონამ „ნაპოლიში“ დანიშვნის შემდეგ, გუნდში ახალი წესები დაამკვიდრა. მკაცრი მიდგომა, რათა ფეხბურთელებმა დისციპლინა დაიცვან, რაც საბოლოოდ სასურველ კონდიციებამდე მისვლას ემსახურება.

Napolipiu წერს, რომ კალცონამ გასახდელში ახალი წესები შემოიღო და ასეთი 3 არის. თუ, ფეხბურთელები ამ წესებს არ მიიღებენ, ნებისმიერი მათგანი დაისჯება.

პირველი - მოთამაშეებმა კალცონას მითითებები უსიტყვოდ უნდა შეასრულონ. არანაირი წინააღმდეგობა.

მეორე - მაქსიმალური სერიოზულობა საქმისადმი. მწვრთნელი მოთამაშეებს სრულ კონცენტრაციას სთხოვს. ეს ეხება მატჩებსაც და ვარჯიშებსაც.

მესამე - ერთმანეთის პატივისცემა და ერთიანობა ის არის, რასაც კალცონა ფეხბურთელებს მკაცრად მოსთხოვს. ამ წესს მწვრთნელისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის შეკრული კოლექტივის ჩამოყალიბებას უმიზნებს და თვლის, რომ ამის გარეშე არაფერი გამოუვათ.

პრეზიდენტი დე ლაურენტისი კალცონას სრულ ნდობას უცხადებს და მოქმედებისთვის მაქსიმალურ თავისუფლებას აძლევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
7 გოლი ბოლო 10 მატჩში - ზივზივაძე მაგარ ფორმაშია და კაიზერს ლამაზი გოლი გაუტანა
7 გოლი ბოლო 10 მატჩში - ზივზივაძე მაგარ ფორმაშია და კაიზერს ლამაზი გოლი გაუტანა