გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ჩაკვეტაძის შესანიშნავი პასი - უოტფორდი საკუთარ კედლებში დამარცხდა

ინგლისის ჩემპიონშიფის 34-ე ტურში „უოტფორდი’’ შინ „ჰადერსფილდთან'' 1:2 დამარცხდა.

გიორგი ჩაკვეტაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშში 27-ე წუთზე ჩაერთო. ქართველი ფეხბურთელი ბურთს 40-ჯერ შეეხო, 30-დან 24 პასი ზუსტად შეასრულა. მინდორზე 8 ორთაბრძოლიდან 4 მოიგო, თამაშის წესი ერთხელ დაარღვია და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ. დრიბლინგის 2 მცდელობიდან 1 წარმატებული იყო.

63-ე წუთზე ჩაკვეტაძემ მარცხენა ფლანგზე იაქტიურა, მისი პასის შემდეგ რაიოვიჩს გოლის  გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა უმეთვალყურეოდ ყოფმა თავით ცუდად დაარტყა.

 

მეორე ტაიმში გიორგი ჩაკვეტაძეს კიდევ ორი საკვანძო გადაცემის შესრულება შეეძლო, თუმცა ორივე შემთხვევაში სიზუსტე დააკლდა. გარდა ამ ორი მომენტისა, 86-ე წუთზე მისი დარტყმა არაზუსტი იყო, დამატებულ წუთზე კი შეტევის განვითარებისას თანაგუნდელს ცუდი პასი მისცა.

 

„უოტფორდმა'' 34 ტურში 44 ქულა დააგროვა, მე-11 ადგილზეა, საუკეთესო ექვსეულს 11 ქულით ჩამორჩება, შემდეგ ტურში „მილუოლს'' ესტუმრება (2 მარტი, 19:00).

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ინგლისის ჩემპიონატსა და ასოციაციის თასზე 31 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო, 3 საგოლე პასი შეასრულა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები