„დაცვაში უკეთ ვითამაშეთ და განსხვავება ამან შექმნა“ | დანიელები საქართველოსთან მოგებაზე
Aa
Aa

„დაცვაში უკეთ ვითამაშეთ და განსხვავება ამან შექმნა“ | დანიელები საქართველოსთან მოგებაზე

დანიის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალან ფოსმა მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა. ფოსმა საქართველოსთან 75:69-ით მოგებულ შეხვედრაზე ილაპარაკა და მას თან გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, გაბრიელ ლუნდბერგი ახლდა.

რა თქვა ლუნდბერგმა

„ორივე გუნდმა ბოლომდე იბრძოლა. საქართველოს ძალიან ნიჭიერი კალათბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს და ვიცოდით, რომ შეხვედრის მიმდინარეობაზე გავლენა პირველივე წუთებში უნდა მოგვეხდინა. სამწუხაროდ, მატჩი უკეთ მეტოქემ დაიწყო და უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ ჩემი თანაგუნდელებით ვამაყობ, რადგან სათანადო რეაქცია გვქონდა და მეორე ნახევარში თამაშში დავბრუნდით. მეორე ტაიმში დაცვაშიც უკეთ გამოვიყურებოდით და ეს გამარჯვებაში დაგვეხმარა“.

რა თქვა ფოსმა

„რა თქმა უნდა, ჩვენი მეტოქე ძლიერი გუნდი იყო, რომელსაც დიდ პატივს ვცემთ. შეიძლება, საწყის წუთებში ზედმეტი პატივისცემაც გამოვიჩინეთ და მათზე უფრო ვიყავით ორიენტირებული, ვიდრე ჩვენს თავზე. მეორე ტაიმში დაცვაში უკეთ ვითამაშეთ და განსხვავება სწორედ ამან შექმნა“.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 26 თებერვალს გამართავს და საკუთარ კედლებში სერბეთს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით, 21:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„შეუძლია, ჩემპიონი დიდი ხნის განმავლობაში იყოს“ | ალჯო ილიაზე
„შეუძლია, ჩემპიონი დიდი ხნის განმავლობაში იყოს“ | ალჯო ილიაზე