ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ჰანსი ფლიკის მოთხოვნა ჟოან ლაპორტას | გერმანელს კვარას გადაყვანა უნდა

„ბარსელონა“ ჩავი ერნანდესის შემცვლელს ეძებს. მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ესპანელი სპეციალისტი პოსტს დატოვებს და „ბლაუგრანას“ ნომერ პირველი სამიზნე ჰანსი ფლიკია, რომელიც კატალონიელთა ჩაბარების პერსპექტივით მოხიბლულია, მაგრამ თავისი მოთხოვნები აქვს.

El Nacional-ისა და Fichajes-ის ინფორმაციით, გერმანელ სპეციალისტს წარმატებული პროექტის შექმნა სურს და სჭირდება იარაღი, რომელიც მიზნის მიღწევაში დაეხმარება. ესპანური გამოცემების მიხედვით, ფლიკი შემადგენლობის გაძლიერებაზეა ორიენტირებული და მისი რჩეული ხვიჩა კვარაცხელიაა.

Fichajes-ის მიხედვით, ფლიკი „კვარას“ თამაშით იმდენად მოხიბლულია, რომ „ბარსაში“ დანიშვნის შემთხვევაში, კლუბის პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას მის გაფორმებას მოსთხოვს. „ბლაუგრანას“ მიზნის მისაღწევად დიდი თანხის გაღება მოუწევს და ესპანური გამოცემის თქმით, საუბარი 100 მილიონ ევროზეა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში როგორც ესპანურ, ისე იტალიურ მედიაში აქტიურად იწერება, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე „ბარსელონა“ კვარაცხელიას შეძენით არის დაინტერესებული. გავრცელებული ინფორმაციით, „ბლაუგრანა“ მზადაა „ნაპოლის“ ქართველი შემტევის სანაცვლოდ 90-100 მილიონი ევრო გადაუხადოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ მომენტში ბარსას დონის ფეხბურთელი არაა“ | Tuttosport-ის ჟურნალისტი ხვიჩაზე
„ამ მომენტში ბარსას დონის ფეხბურთელი არაა“ | Tuttosport-ის ჟურნალისტი ხვიჩაზე