თბილისის დინამო
Aa
Aa

შევუთანხმდით მაგრამ შემდეგ უარი გვითხრა - რატომ ჩაიშალა კალანდაძის ტრანსფერი ?

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის „დინამოს'' ფეხბურთელის, სანდრო კალანდაძის ტრანსფერი ნორვეგიის რანგით მეორე ლიგის „ვოლერენგაში’’ ჩაიშალა. ინფორმაციას ცნობილი ნორვეგიული გამოცემა TV2 ავრცელებს.

„ვოლერენგას’’ მენეჯერი იოაკიმ იონსონი აღნიშნულ გამოცემასთან ინტერვიუში ფეხბურთელის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა TV2-ის ცნობით, ეს მოთამაშე სანდრო კალანდაძეა.

იოაკიმ იონსონი:„კლუბებს შორის ყველაფერი გარკვეული იყო, ფეხბურთელისგან თანხმობა მივიღეთ, თუმცა შემდეგ ფეხბურთელმა გადაწყვეტილება შეცვალა. მოთამაშეს სურს ზაფხულამდე მოიცადოს, ზაფხულამდე თბილისის „დინამოში’’ ითამაშოს. სწრაფია, ბურთს კარგად ეპყრობა და იმ სტილს კარგად მოერგებოდა, რა სტილითაც ჩვენ ვთამაშობთ’’.

სანდრო კალანდაძე თბილისის „დინამოს'' აღზრდილია, 2020-21 წლების სეზონი იჯარით უნგრულ „დიოშგიორში'' გაატარა, მეტწილად სარეზერვო გუნდში თამაშობდა, 2021 წლის ზაფხულში „დინამოში'' დაბრუნდა და მას შემდეგ თბილისური კლუბის მოთამაშეა.

იქიდან გამომდინარე, რომ გასულ წელს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ძალიან კარგად ითამაშა და შემდეგ ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს და ამასთან ერთად 9 მაისს 23 წლის გახდება, მისი კარიერული პროგრესისთვის საქართველოს ჩემპიონატის დატოვება და კარიერის უცხოეთში გაგრძელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუმცა ის ფაქტი, რომ გასულ სეზონში „ვოლერენგა'' ელიტარული ლიგიდან 22-წლიანი პაუზის შემდეგ გავარდა, გასაკვირი არაა, რომ ეროვნული ნაკრების წევრმა რანგით მეორე ლიგაში თამაშზე უარი თქვა.

მასალაში გამოყენებულია თბილისის „დინამოს'' პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები