6 მედალი და გუნდური მეორე ადგილი! - მოჭიდავეები სამშობლოში დაბრუნდნენ
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართველ მოჭიდავეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები დახვდნენ.
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
შეგახსენებთ, რომ რუმინეთში გამართულ ევროპირველობაზე ოქროს მედალი გივი მაჭარაშვილმა მოიპოვა, ვერცხლის მედლები გენო პეტრიაშვილისა და აკაკი ქემერტელიძის ანგარიშზეა, ბრინჯაოს მედლებს კი რობერტ დინგაშვილი, ავთანდილ კენჭაძე და მირიან მაისურაძე დასჯერდნენ. ამასთან, საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.