ხვიჩა კვარაცხელია, ხავიერ სავიოლა
Aa
Aa

„მისნაირი მოთამაშეები თითზე ჩამოსათვლელი არიან“ | სავიოლა კვარაზე

„რეალის“, „ბარსელონასა“ და „ბენფიკას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ხავიერ სავიოლამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. არგენტინელმა თავდამსხმელმა „კვარას“ გამორჩეული მოთამაშე უწოდა და განაცხადა, რომ „ბარსელონაში“ გადასვლის შემთხვევაში, მას ადაპტაციის პრობლემა არ ექნება.

„ლამაზი ფეხბურთი მიყვარს. ყველა კარგ ფეხბურთელს თვალს ვადევნებ და მათი თამაშის ხილვა სიამოვნებას მანიჭებს. კვარაცხელიას აქვს რაღაც განსაკუთრებული, რასაც თქვენც ხედავთ და ხვდებით, რომ ის გამორჩეული მოთამაშეა. საფეხბურთო სამყაროში ბევრი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ხვიჩასნაირი მოთამაშეები თითზე ჩამოსათვლელი არიან.

ჩემი აზრით, მას დიდი მომავალი აქვს და მისი საუკეთესო ვერსია ჯერ არ გვინახავს. მას კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია. ბარსელონას ინტერესი? იგი ესპანეთის ჩემპიონატთან ადაპტაციას სწრაფად გაივლის, რადგან შთამბეჭდავი ტექნიკა აქვს. თუ ბარსელონაში გადავა, ადაპტაციის პრობლემა არ ექნება“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს. მერვედფინალში „პარტენოპეის“ მეტოქე „ბარსელონა“ გახლავთ და ნეაპოლელები პირველ მატჩში მასპინძლის სტატუსით იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„42 წლის სეხუდოს მოუგო, მერაბი სახიფათოა, ილია - საშიში“ | შონ ომალი
„42 წლის სეხუდოს მოუგო, მერაბი სახიფათოა, ილია - საშიში“ | შონ ომალი