ილია თოფურია, ალექსანდერ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

თოფურია ვოლკანოვსკის: „დიდი პატივი იყო შენთან ოქტაგონის გაზიარება“

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და ყოფილ ჩემპიონს, ალექსანდერ ვოლკანოვსკის მადლობა გადაუხადა.

რას წერს თოფურია:

ბევრი იტყვის, რომ ამის გაკეთებას ვერ შეძლებ. ძირს დაგაგდებენ და შენში ეჭვს შეიტანენ. მაგრამ დაიმახსოვრე, ერთადერთი, რასაც უნდა მიაღწიო, საკუთარი თავია. საკუთარი თავის უნდა ირწმუნო, გქონდეთ რწმენა და დაუღალავად იშრომო, რადგან ყველაფერი მხოლოდ ასე მოვა. არ აქვს მნიშვნელობა საიდან მოდიხარ, თუ იცი საით მიდიხარ. რაც შენს წინ არის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რაც უკანაა! არასდროს დანებდე. უბრალოდ ადექი და იბრძოლე!

გმადლობ, ვოლკ, შენ რთული მოწინააღმდეგე იყავი, რომელმაც კიდევ უფრო უკეთესი გამხადა. პატივი იყო შენთან ერთად ოქტაგონის გაზიარება.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში ალექსანდერ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურიას ნოკაუტმა შოკში ჩააგდო - ადესანიას რეაქციები ილიას და მერაბის გამარჯვებებზე
თოფურიას ნოკაუტმა შოკში ჩააგდო - ადესანიას რეაქციები ილიას და მერაბის გამარჯვებებზე