ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„კონორ თუ კვერცხები ისევ გაქვს, ვიჩხუბოთ“ | რა თქვეს ილიამ და ვოლკმა

UFC 298-ის მთავარი მოვლენა ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლა იყო. „ელ მატადორმა“ ისტორია დაწერა, ლეგენდარული მებრძოლი მეორე რაუნდში დაანოკაუტა და პირველი ქართველია, ვინც UFC-ში ტიტული დაისაკუთრა.

რა თქვა ილიამ გამარჯვების შემდეგ

„ძალიან ბედნიერი ვარ. გეუბნებიან, რომ ვერ გააკეთებ, შენში ეჭვი ეპარებათ და შენი არ სჯერათ, იცით რა?! ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ ცხოვრებაში გჭირდებათ, საკუთარი თავია. ენდეთ საკუთარ თავს, იმუშავეთ თავდაუზოგავად და ყველაფერი შესაძლებელია. შემომხედეთ! შემომხედეთ ახლა! საკუთარი უნარების მჯერა და ამისთვის მუხლჩაუხრელად ვმუშაობდი. ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთ დღეს UFC-ის ჩემპიონი გავხდებოდი. მნიშვნელობა არ აქვს საიდან მოდიხარ თუ იცი, სად მიდიხარ. ბევრად მნიშვნელოვანია ის, რაც წინ გელოდება, ვიდრე ის, რაც წარსულში რჩება. დროა UFC-ი ესპანეთში ჩავიდეს. და ჰეი, კონორ მაკგრეგორ, თუ კვერცხები ისევ გაქვს, ესპანეთში დაგელოდები“.

რა თქვა ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ

„ილიას ხელებში ძალა აქვს და ვიცოდით, რომ ამის გამო, ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით, თუმცა დამიჭირა და საქებარი სიტყვები მას. ეს დარტყმა არ უნდა გაეტარებინა, მაგრამ ახლა ვერაფერს ვიზამთ და პატივისცემას იმსახურებს. დიდი ხანია, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ვარ და შეიძლება, მადრიდში მატჩრევანში გავმართოთ“.

შეგახსენებთ, რომ ილიას კარიერაში 15 გამარჯვება და 0 წაგება აქვს. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება და მისი მომდევნო მეტოქე ვინ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები