მარკო როზე, ბენიამინ შეშკო
Aa
Aa

„შეშკოს გოლი უნდა ჩათვლილიყო“ - როზე რეალთან მარცხის შემდეგ

„ლაიფციგის“ მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როზემ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მადრიდის „რეალთან“ მარცხის შემდეგ მსაჯთა ბრიგადა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ VAR-ს შეშკოს გოლი არ უნდა გაეუქმებინა.

რას ამბობს როზე:

სწრაფი გოლი გავიტანეთ და ვფიქრობ, რომ უნდა ჩათვლილიყო. მსაჯთან არ მისაუბრია, რადგან გაფრთხილება მქონდა და მადრიდში თამაშის გამოტოვება არ მინდოდა. ვფიქრობ, სტადიონზე ეს ეპიზოდი ყველამ დაინახა. თამაშგარეში მყოფი მოთამაშის მხრიდან უხეში ჩარევა არ ყოფილა.

VAR-ის ეპოქაში მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს. თუ მსაჯები შეცდომებს ხვდებიან და აღიარებენ, მაშინ ჩვენ უნდა მივიღოთ ის და ვაპატიოთ. ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ 1:0-ის შემთხვევაში, ჩვენი თამაშის სტილითა და მეგა-ხმაურიანი სტადიონით სხვა უპირატესობები გაგვიჩნდებოდა.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრის მე-2 წუთზე „ლაიფციგი“ ბენიამინ შეშკომ დააწინაურა, თუმცა, ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, მსაჯმა გოლი თამაშგარეს გამო გააუქმა. გოლი სავარაუდოდ ბენჟამინ ჰენრიხსის ეპიზოდის გამო გაუქმდა, რომელიც თამაშგარე მდგომარეობაში ლუნინის გვერდით იდგა.

მადრიდის „რეალმა“ მატჩი 48-ე წუთზე, ბრაჰიმ დიასის მიერ გატანილი გოლით 0:1 მოიგო. საპასუხო დაპირისპირება მადრიდში 6 მარტს გაიმართება.

ლაიფციგი 0:1 რეალი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები