ჯო ტომასონი
Aa
Aa

ოფიციალურად | თად მაკფადენის შემცვლელის ვინაობა ცნობილია

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს 23 თებერვალს დანიაში გახსნის. ჩვენი მოთამაშეები მნიშვნელოვან ტურნირს სერიოზული ცვლილებებით ხვდებიან და ნატურალიზებული თად მაკფადენის ნაცვლად, ეროვნული გუნდის ღირსებას ჯო ტომასონი დაიცავს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მაკფადენს ტომასონი ჩაანაცვლებს. „ოფიციალურად! საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ახალი ლეგიონერი ჰყავს! ჩვენს გუნდს თელ-ავივის მაკაბის უკანახაზელი, ჯო ტომასონი შემოუერთდა!“, - ნათქვამია განცხადებაში.

ტომასონი თელ ავივის „მაკაბის“ ღირსებას იცავს. სხვადასხვა დროს, მას რუმინეთის „დინამოში“, პოლონეთის „გდანსკში“, „ლიუბლინსა“ და „ზელონა გორაში“, ისრაელის „გალილ გილბოაში“, ესპანეთის „მანრესაში“ს, რუსეთის „პეტერბურგში“ და ბერძნულ „პრომითეასში“ უთამაშია.

ტომასონი 30 წლის გამთამაშებელია და მსროლელ მცველად თამაშიც შეუძლია. ტომასონმა ისრაელურ კლუბს საკუთარი მომავალი რამდენიმე დღის წინ დაუკავშირა და მანამდე „გრანადას“ რიგებში ასპარეზობდა, რომლის მაისურითაც საშუალოდ 14.1 ქულას, 3.4 ასისტსა და 1.1 ჩაჭრას აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთადერთი რამ, რაც ნაპოლიში მუშაობს - Il Mattino კვარას ახალ როლზე
ერთადერთი რამ, რაც ნაპოლიში მუშაობს - Il Mattino კვარას ახალ როლზე