პატრიკ მაჰოუმსი
Aa
Aa

დრამა და ოვერტაიმი | კანზას სითი ჩიფსი სუპერ ბოულის გამარჯვებულია

„კანზას სითი ჩიფსი“ რიგით 58-ე სუპერ ბოულის გამარჯვებული გახდა. NFL-ის 2023 წლის სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას „ალიჯენთ სთედიუმმა უმასპინძლა და „ჩიფსის“ მეტოქე „სან ფრანცისკო ფორთი ნაინერსი“ იყო.

შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთითა და 57 წამით ადრე, „სან ფრანცისკო“ 3 ქულით იგებდა, მაგრამ პატრიკ მაჰოუმსი და „კანზას სითის“ შეტევა ვერ გააჩერა და მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 19:19 დასრულდა. ოვერტაიმში, მონეტის აგდება „ფორთი ნაინერსმა“ მოიგო და საკუთარი შეტევა ფილდ გოლით დაასრულა - 22:19. „ჩიფსმა“ მეტოქეს ბრწყინვალედ უპასუხა და მიკოულ ჰარდმენის თაჩდაუნით მოიგო - 25:22.

სუპერ ბოულის MVP პატრიკ მაჰოუმსი გახდა, რომელმაც ეს ჯილდო კარიერაში მესამედ დაისაკუთრა. იგი სუპერ ბოულის საუკეთესო მოთამაშე 2020 და 2023 წლებშიც გამხდარა. „სან ფრანცისკოს“ წინააღმდეგ მის ანგარიშზე 46-დან 34 ზუსტი პასი, 333 იარდი, ორი თაჩდაუნი პასით და 1 დაკარგვა იყო.

„კანზას სითი“ სითი სუპერ ბოულის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა. გასულ სეზონში, „ჩიფსმა“ „ფილადელფია იგლზს“ მოუგო. ბოლო 19 წლის განმავლობაში, „კანზას სითი“ პირველი გუნდია, რომელმაც სუპერ ბოული ზედიზედ მოიგო. „ჩიფსმა“ ამ წარმატებას საკუთარი ისტორიაში მეოთხედ მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ ის ახერხებდა მილანის დაცვის შეშინებას“ - იტალიური მედიის შეფასება
„მხოლოდ ის ახერხებდა მილანის დაცვის შეშინებას“ - იტალიური მედიის შეფასება