კარლოს ალკარასი
Aa
Aa

კარლოს ალკარასის ხუმრობა იუვეს ტრანსფერზე |„ვეცდები მაქსიმუმი გავაკეთო“

ტურინის „იუვენტუსმა“ „საუთჰემპტონთან“ შეთანხმებას მიაღწია და კარლოს ალკარასი გაიფორმა. „ბებერმა ქალბატონმა“ 21 წლის არგენტინელი ფეხბურთელი იჯარის წესით გადაიყვანა და მისი გამოსყიდვა 49.5 მილიონ ევროდ შეეძლება.

„ბიანკონერიმ“ ტრანსფერი უკვე დაადასტურა და ტურინელთა განცხადებას ესპანელი ჩოგბურთელი, კარლოს ალკარასი გამოეხმაურა, რომელსაც იგივე სახელი და გვარი აქვს. ალკარასმა „იუვენტუსის“ პოსტზე კომენტარი დატოვა და განაცხადა: „ვეცდები, მაქსიმუმი გავაკეთო. მადლობა ნდობისთვის“.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ჩოგბურთელი 20 წლისაა და უიმბლდონისა და ამერიკის ღია პირველობის მოგება მოახერხა. როლან გაროსზე მისი საუკეთესო შედეგი ნახევარფინალია, ავსტრალიის ღია პირველობაზე - მეოთხედფინალი.

21 წლის არგენტინელ ფეხბურთელს რაც შეეხება, მას მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 26 შეხვედრაში აქვს მიღებული მის ანგარიშზე 4 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხელფასში ამხელა სხვაობა უსამართლობაა“ - ცნობილი ექსპერტი კვარა-ლეაუზე
„ხელფასში ამხელა სხვაობა უსამართლობაა“ - ცნობილი ექსპერტი კვარა-ლეაუზე