ბრაიან სარაგოსა
Aa
Aa

კომანის შემცვლელს ეძებენ | ბაიერნი სარაგოსაზე ფიქრობს

მიუნხენის „ბაიერნი“ კინგსლი კომანის შემცვლელს ეძებს. ფრანგმა ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა მიიღო და მინიმუმ ორ თვეს გამოტოვებს, რის გამოც, „რეკორდმაისტერი“ შეტევის გაძლიერებაზე დაფიქრდა და მთავარი კანდიდატიც შეარჩია.

ცნობილი ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ცნობით, „ბაიერნი“ ბრაიან სარაგოსას წაყვანაზე ფიქრობს, რომელიც „გრანადაში“ ასპარეზობს. მიუნხენურ გრანდს სარაგოსა ნაყიდი ჰყავს და მასთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც ძალაში მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შევა. გერმანელებს სურთ, პროცესი დააჩქარონ და სარაგოსა უახლოეს დღეებში გადაიყვანონ.

ესპანურ კლუბს „ბაიერნის“ ინტერესზე ინფორმაცია აქვს, მაგრამ ერთ-ერთი ლიდერის გაშვება არ უნდა. „გრანადას“ „რეკორდმაისტერისგან“ კონკრეტული წინადადება არ მიუღია და პლეტენბერგის მიხედვით, ესპანელებს მისი ხარისხი სჭირდებათ, რათა მიმდინარე სეზონში დასახულ მიზნებს მიაღწიონ.

შეგახსენებთ, რომ ავტორიტეტული გერმანული გამოცემის, BILD-ის ინფორმაციით, „რეკორდმაისტერი“ „გრანადას“ 13 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც 2 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დავითაშვილი: „ბორდოში დარჩენა მინდა, აქ ყოფნა მსიამოვნებს“
დავითაშვილი: „ბორდოში დარჩენა მინდა, აქ ყოფნა მსიამოვნებს“