ილია თოფურია, გიგა ჭიკაძე, რომან დოლიძე, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„წლების წინ არც კი იცოდნენ, რომ საქართველო ქვეყანა იყო“ | გიგას პოსტი სოციალურ ქსელში

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა. „ნინძამ“ UFC-ში ქართველი მებრძოლების წინსვლასა და მათი მონაწილეობით თებერვალში გასამართ ჩხუბებზე გაამახვილა ყურადღება.

„რამდენიმე წლის წინ, ხალხმა არც კი იცოდა, რომ საქართველო ქვეყანა იყო (აქცენტი აშშ-ს შტატზე ჯორჯიაზეა, რომლის სახელიც ინგლისურად საქართველოს მსგავსად იწერება). თებერვალში, UFC-ში სამი ქართველი მებრძოლი იჩხუბებს. ერთი მათგანი ღონისძიების მთავარი მოვლენის მონაწილე იქნება, მეორე ქამრის დასაკუთრების ნომერ პირველი პრეტენდენტის სტატუსისთვის იბრძოლებს, მესამე - ტიტულისთვის! რა მაგარია! საქართველო ქვეყანაა!“

შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძე 3 თებერვალს, თბილისის დროით 4 თებერვალს, იჩხუბებს და ნასურდინ იმავოვს დაუპირისპირდება. ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის სატიტულო ბრძოლას UFC 298-ზე ვიხილავთ და ამავე ღონისძიებაზე მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ჩხუბიც გველოდება.

ცნობისთვის, „ნინძას“ კარიერაში 18 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 15 გამარჯვებაა. გიგამ ბოლოს აგვისტოში იჩხუბა და ალექს კასერესი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგა ბოლო ბურთის მოსახსნელად შეიყვანეს | ორლანდომ დალასთან 16-ქულიანი უპირატესობა გაანიავა
გოგა ბოლო ბურთის მოსახსნელად შეიყვანეს | ორლანდომ დალასთან 16-ქულიანი უპირატესობა გაანიავა