იუვენტუსი, კრიშტიანუ რონალდუ, ჯორჯო კიელინი
Aa
Aa

“სურდა ეჩვენებინა, რომ რეალზე მაღლა იდგა“ - კიელინი რონალდუზე

ტურინის „იუვენტუსში“ რონალდუს ტრანსფერი სტატისტიკიდან გამომდინარე დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა „ბებერ ქალბატონს“ ნანატრი ჩემპიონთა ლიგა ვერ მოაგებინა.

ამის შესახებ, ტურინული გრანდის ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა ჯორჯო კიელინიმ ისაუბრა.

რა თქვა კიელინიმ?

„როდესაც რონალდუ „იუვენტუსში“ გადმოვიდა მე ცუდი პერიოდი მქონდა. მისმა პიროვნებამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა და მოტივაცია მომეცა. პირველ წელს, მას სურდა მსოფლიოს შერყევა და იმის ჩვენება, რომ მადრიდის „რეალზე“ მაღლა იდგა.

სამწუხაროდ, რიგ ეპიზოდებში არ გაგვიმართლა. „აიაქსთან“ მატჩში ბევრი ტრავმირებული გვყავდა. ვფიქრობ, იმ წელს ფინალში, რომ გავსულიყავით, კრიშტიანუ გამარჯვებამდე მიგვიყვანდა.“

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი „ბიანკონერის“ 2018 წლის ზაფხულში შეუერთდა და გუნდი 2021 წელს დატოვა. ამ პერიოდის განმავლობაში, რონალდუმ იუვეს მაისური ყველა ტურნირზე ერთად 134-ჯერ მოირგო, 101 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი რანგნიკზე წინ | ევრო 2024-ის ნაკრებების თავკაცთა რეიტინგი
სანიოლი რანგნიკზე წინ | ევრო 2024-ის ნაკრებების თავკაცთა რეიტინგი