პარი სენ ჟერმენი, დორტმუნდის ბორუსია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

ლუის ენრიკე: “ფეხბურთი კურიოზული თამაშია, ზოგჯერ უსამართლო“

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში დორტმუნდის ბორუსია პარი სენ ჟერმენს ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. გერმანული გუნდი ისტორიაში მესამედ გავიდა ჩ.ლიგის ფინალში.

მატჩის დასრულების შემდეგ, პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა.

ლუის ენრიკე:

„ახლა ყველა სევდას განიცდის. სხვანაირად ამის ახსნა შეუძლებელია. ფეხბურთი კურიოზული თამაშია, ზოგჯერ უსამართლო. 31 დარტყმის მიუხედავად კარში გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ, თუმცა თამაშებს გოლის გატანით იგებ და არა ხარიხაზე ბურთის გარტყმით.

ბედნიერი ვარ იმით, რაც ჩემი გუნდისგან ვნახე. ნამდვილი სული! გუნდი, რომელმაც ყველაფერი გასცა. გულშემატკივრები წარმოუდგენლები იყვნენ. ვიმედოვნებ, რომ ასეთი ერთიანობა მომავალშიც გვექნება. დორტმუნდს ფინალში გასვლას ვულოცავ.“

შეგახსენებთ, დორტმუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მესამედ ითამაშებს, 1996-97 წლების სეზონის ფინალში ოტმარ ჰიცფელდის გაწვრთნილმა დორტმუნდმა იუვენტუსი’ 3:1 დაამარცხა. 2012-13 წლების სეზონის ფინალური დაპირისპირება იურგენ კლოპის დორტმუნდმა მიუნხენის ბაიერნთან 1:2 დათმო.

მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში დორტმუნდის' მეტოქე რეალსა და ბაიერნს შორის გამარჯვებული იქნება. ფინალი „უემბლიზე'' პირველ ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როისი: “ეს წარმოუდგენელია, ამას არავინ ელოდა“
როისი: “ეს წარმოუდგენელია, ამას არავინ ელოდა“