მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

საოცნებო მეტოქე და ყველა დროის საუკეთესო მებრძოლები | მერაბის ინტერვიუ

მერაბ დვალიშვილი ინდოეთში იმყოფება და ერთ-ერთ ადგილობრივ გამოცემას საინტერესო ინტერვიუ მისცა. „მანქანამ“ MMA-ის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლები დაასახელა, საოცნებო მეტოქის ვინაობა გაგვიზიარა და შონ ომალიზე ისაუბრა.

„შონ ომალის ყურადღება უკვე მივიქციე და მომდევნო ბრძოლა მასთან მელოდება. მანამდე, მის დაცინვას გავაგრძელებ და ვეცდები, ჩხუბისადმი ინტერესი გავზარდო. რას ფიქრობთ ომალისთან კიდევ ერთ დაპირისპირებაზე ცეკვაში? (მერაბმა ინსტაგრამზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ომალის ორეულს ცეკვაში ეჯიბრება) თვალი ადევნეთ ჩემს ინსტაგრამს, იქ ბევრი საინტერესო რამ იდება.

ყველა დროის საუკეთესო მებრძოლები? პირველ ადგილზე ჟორჟ სენ-პიერს გავიყვან. მეორე პოზიციას ჟოზე ალდო იკავებს, მესამე ჩემი მეგობარი, ალჯამეინ სტერლინგია და ასევე მესამეა ილია თოფურია. ჩემი საოცნებო მეტოქე? კონორ მაკგრეგორთან ჩხუბზე ვოცნებობდი, მაგრამ დავუმეგობრდი და ახლა ჩემი საოცნებო მეტოქე პაულო კოსტაა“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა ჰენრი სეხუდოს წინააღმდეგ გამართა და ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. „მანქანას“ 2018 წლის შემდეგ არ წაუგია და ზედიზედ 10 გამარჯვება აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა ნაპოლიში მოვედი, გუნდი მენტალურად განადგურებული იყო“ | ფრანჩესკო კალცონა
„როცა ნაპოლიში მოვედი, გუნდი მენტალურად განადგურებული იყო“ | ფრანჩესკო კალცონა