"რეალი" ნეიმარის გადმობირებას შეეცდება!
ბოლო დღეებში ევროპული პრესის განხილვის მთავარი თემა ნეიმარი და "პსჟ" იყო.
როგორც ცნობილი გახდა, ბრაზილიელი ფეხბურთელი თავისი პარიზული კარიერით უკმაყოფილოა. ამის მიზეზად კავანისთან კონფლიქტი და მთავარი მწვრთნელის უნაი ემერის პოზიცია სახელდება.
ემერიმ, ფეხბურთელთა დაპირისპირებისას ბრაზილიელის მხარე არ დაიჭირა, რამაც ნეიმარის უკმაყოფილება გამოიწვია.
ბრაზილიელს, ბასკი სპეციალისტის სამწვრთნელო მეთოდებიც არ მოსწონს და ამის შესახებ ღიადაც საუბრობს.
პრესაში დაიწერა, რომ ნეიმარი "ბარსელონას" დატოვებას ნანობს და კატალონიაში დაბრუნების ვარიანტსაც განიხილავს.
დღეს კი Diario Gol-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით მადრიდის "რეალი" მზადაა ნეიმარის სანაცვლოდ ნებისმიერი თანხა გადაიხადოს და ფეხბურთელს იდეალური პირობები შეუქმნას.
მადრიდელები "პსჟ"-ში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდებიან და ზაფხულისთვის მოლაპარარაკებების დაწყებას გეგმავენ.