ვაკო ყაზაიშვილი
Aa
Aa

ოფიციალურად | ვაკო ყაზაიშვილი ჩინურ კლუბს შეუერთდა

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ვაკო ყაზაიშვილი კარიერას „შანდუნ ტაიშანში“ გააგრძელებს. ჩინურმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გვაუწყა, რომ ყაზაიშვილმა კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გააფორმა.

30 წლის ვაკო ყაზაიშვილისთვის „შანდუნ ტაიშანი'' მესამე არაევროპული კლუბია, 2017-20 წლებში MLS-ის „სან ხოსეში'' თამაშობდა, 2021 წლიდან დასაწყისიდან გასული წლის ბოლომდე სამხრეთ კორეის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდში, „ულსან ჰიუნდაიში'' გამოდიოდა.

2023 წლის სეზონში „შანდუნ ტაიშანი'' ჩინეთის სუპერ ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა. 2019-23 წლებში აღნიშნულ კლუბში მარუან ფელაინი თამაშობდა, გასული წლის მიწურულს ჩინური კლუბი დატოვა.

ვაკო ყაზაიშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 63 მატჩში 13 გოლი შეაგდო. 2022 წლის შემდეგ ცნობილი სკანდალის გამო ეროვნულ ნაკრებში აღარ მიუწვევიათ, რაც სრულიად ლოგიკური და სამართლიანი გადაწყვეტილება იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდით“ | მეცში მიქაუტაძის იჯარაზე ისაუბრეს
„ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდით“ | მეცში მიქაუტაძის იჯარაზე ისაუბრეს