გიორგი მიქაუტაძე, ბერნარდ სერინი
Aa
Aa

„ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდით“ | მეცში მიქაუტაძის იჯარაზე ისაუბრეს

„მეცის“ პრეზიდენტმა, ბერნარდ სერინმა გიორგი მიქაუტაძის იჯარის წესით გაფორმებაზე ისაუბრა. ფრანგული კლუბის პირველი პირის თქმით, ქართველი ფეხბურთელის გადაყვანა მნიშვნელოვანი გარიგება იყო, მაგრამ გაჩერებას არ აპირებენ და სატრანსფერო ბაზარზე მუშაობას აგრძელებენ.

„მიქაუტაძის იჯარის წესით გაფორმება იყო შანსი, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, იჯარის ფინანსური მხარე მნიშვნელოვანი საკითხი იყო, მაგრამ ეს გარიგება ყველა შემთხვევაში უნდა დაგვეხურა! გიორგის გადმოსვლა საკმარისი არაა და ახლა გვჭირდება ფეხბურთელი, რომელიც ცხრიანის უკან ითამაშებს და მას ბურთს მიაწოდებს. შემტევი ნახევარმცველის ძებნას განვაგრძობთ და 2-3 ვარიანტი გვაქვს შერჩეული. ტრანსფერზე საუბარი ჯერ ადრეა და არც ფეხბურთელთა სახელებს გაგიზიარებთ“.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ „მეცის“ მაისურით პირველი შეხვედრა „ტულუზას“ წინააღმდეგ ჩაატარა და მისი გუნდი მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. რამდენიმე დღის წინ, „მეცმა“ ამხანაგური მატჩი გამართა და გიორგიმ ლუქსემბურგული „ესპერანჟის“ წინააღმდეგ დუბლი და საგოლე გადაცემა გაიფორმა.

ცნობისთვის, 18 ტურის შემდეგ „მეცი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 16 ქულით მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში მყოფ „ლიონს“ ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით უსწრებს. მიქაუტაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 27 იანვარს გამართავს და სტუმრად „ნიცას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერაბის გაკვეთილმა შედეგი გამოიღო | სეხუდომ დვალიშვილის გვარი სწორად წარმოთქვა
მერაბის გაკვეთილმა შედეგი გამოიღო | სეხუდომ დვალიშვილის გვარი სწორად წარმოთქვა