ალეხანდრო ბალდე
Aa
Aa

ტრავმა მძიმე გამოდგა - ბალდესთვის სეზონი დასრულებულია

ალექს ბალდე ტრავმის გამო სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს. ინფორმაციას ესპანური As-ი ავრცელებს.

„ბარსას“ მარცხენა მცველმა სამეფო თასზე „ბილბაოსთან“ მატჩის 23-ე წუთზე კუნთის ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

დამატებითმა გამოკვლევებმა დაადასტურა კლუბისთვის ყველაზე უარესი მოლოდინი: ბალდეს დაუდგინდა ბარძაყის ბიცეფსის მყესის დაზიანება, რის შედეგადაც ნათელი ხდება, რომ ესპანელი მთელს დარჩენილი სეზონს გამოტოვებს.

უახლოეს დღეებში ბალდეს ოპერაცია ჩაუტარდება. ასეთი დაზიანებების შემდეგ აღდგენით პროცესს მინიმუმ 4 თვე სჭირდება.

მიმდინარე სეზონში ბალდემ „ბარსას“ მაისურით ყველა ტურნირზე 28 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას დახმარება სჭირდება“ - ნაპოლისა და ნიდერლანდების ნაკრების ექს-მცველი
„კვარას დახმარება სჭირდება“ - ნაპოლისა და ნიდერლანდების ნაკრების ექს-მცველი