სამუელ ეტოო, ანდრე ონანა
Aa
Aa

სკამზე დატოვებამ განარისხა | ონანას ეტოოსთან შელაპარაკება მოუვიდა

აფრიკის ერთა თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, კამერუნი გამბიას დაუპირისპირდა. „ლომებს“ პლეიოფში გასასვლელად გამარჯვება ესაჭიროებოდათ და მიზანს დრამატულ ბრძოლაში მიაღწიეს. კამერუნი 85-ე წუთზე, 1:2-ს აგებდა, მაგრამ 3:2 იმარჯვა და პლეიოფის საგზური მოიპოვა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე, ანდრე ონანა გამბიასთან შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა და მის ნაცვლად სასტარტოში „ნიმის“ გოლკიპერი ფრანსის ონდოა გამოჩნდა. Metro-ს ინფორმაციით, ონანას სკამზე დატოვების გადაწყვეტილება გუნდის თავკაცმა, რიგობერ სონგმა მიიღო და მისმა არჩევანმა „წითელი ეშმაკების“ ფეხბურთელი განარისხა.

როგორც ირკვევა, ონანა კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, სამუელ ეტოოს სიტყვიერად დაუპირისპირდა. „ბარსელონას“ ყოფილ თავდამსხმელს ფეხბურთელის ქმედებებზე რეაგირება არ ჰქონია და მომხდარი სერიოზულ კონფლიქტში არ გადაზრდილა.

ცნობისთვის, ონანამ პირველი ტურის შეხვედრა გამოტოვა. მეორე ტურში, ის ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და სენეგალისგან 3 გოლი მიიღო. გეტყვით იმასაც, რომ მერვედფინალში კამერუნი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, ნიგერიას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დავითაშვილით ორი კლუბი ინტერესდება | ბორდო ზურიკოს პასუხს ელოდება
დავითაშვილით ორი კლუბი ინტერესდება | ბორდო ზურიკოს პასუხს ელოდება