ბაიერნი, ნიუკასლი, კირან ტრიპიერი
Aa
Aa

ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - ბაიერნი ტრიპიერისთვის იბრძვის

ტომას ტუხელი დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერებას გეგმავს. როგორც ჩანს, გერმანელი სპეციალისტი ლაიმერის და მაზრაუის თამაშით კმაყოფილი არ არის.

გერმანელი ჟურნალისტი კერი ჰაუ, რომელიც მიუნხენურ გრანდთან დაახლოებული პირია ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ „რეკორდმაისტერი“ კირან ტრიპიერის გადაბირებით არის დაინტერესებული. „ბაიერნმა“ სულ ცოტა ხნის წინ გაუმჯობესებული შეთავაზება გააკეთა. ისინი დაჩქარებულ პასუხს ელიან. ახლა ჯერი „ნიუკასლზეა“.

კერი ჰაუ იმასაც წერს, რომ „ბაიერნი“ მიუხედავად ტრიპიერის ტრანსფერის მცდელობისა, ნორდი მუკიელერეს არ ივიწყებს და პსჟ-სთან აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს.“

შეგახსენებთ, რომ „რეკორდმაისტერი“ მიმდინარე სეზონის ბუნდესლიგაში ჩემპიონობის ერთადერთი ფავორიტი აღარ არის. ტუხელის გუნდს კონკურენციას ლევერკუზენის „ბაიერი“ უწევს, რომელიც „ბაიერნს“ 7 ქულით უსწრებს, თუმცა მიუნხენელებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოჩეტინო: “ნოტინგემთან და ბრენტფორდთან გულშემატკივრების მხარდაჭერა დაგვაკლდა“
პოჩეტინო: “ნოტინგემთან და ბრენტფორდთან გულშემატკივრების მხარდაჭერა დაგვაკლდა“