ედერ მილიტაო
Aa
Aa

ოფიციალურად | მილიტაომ რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

მადრიდის „რეალმა“ ედერ მილიტაოს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. „სამეფო კლუბმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს აუწყა, რომ მილიტაომ „ბლანკოსს“ საკუთარი მომავალი 2028 წლის 30 ივნისამდე დაუკავშირა.

მილიტაო „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 2019 წელს, 21 წლის ასაკში გადავიდა. მადრიდულ გრანდთან ერთად, მან 9 ტიტული მოიგო და ჩემპიონთა ლიგის, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის, ესპანეთის ჩემპიონატის, კოპა დელ რეის, ესპანეთის სუპერ თასისა და ევროპული სუპერ თასის გამარჯვებული გახდა.

მილიტაომ „რეალის“ მაისურით 143 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 11 გოლია. ბრაზილიის ნაკრების მაისური მან 30 შეხვედრაში მოირგო და „სელესაოსთან“ ერთად 2019 წლის კოპა ამერიკის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სლოვანს დინამო მოსკოვთან ამხანაგური მატჩი უნდა ეთამაშა | შეხვედრა არ გაიმართება
სლოვანს დინამო მოსკოვთან ამხანაგური მატჩი უნდა ეთამაშა | შეხვედრა არ გაიმართება