ემპოლი, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

ვიზას ხუთშაბათს მიიღებს - გოგლიჩიძე ემპოლის მალე შეუერთდება

Crystalsport-ის ცნობით, საბა გოგლიჩიძე სამუშაო/საცხოვრებელ ვიზას ხუთშაბათს აიღებს და იტალიაში მის წარმომადგენელ, ლევან მჭედლიძესთან ერთად გაემგზავრება.

19 წლის ცენტრალურმა მცველმა „ემპოლიში’’ სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა სავიზო საკითხის გამო საქართველოში დაბრუნდა. იტალიაში ჩასვლის შემდეგ „ემპოლი'' გოგლიჩიძის საკითხს გააოფიციალურებს.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში აურელიო ანდრეაცოლის „ემპოლი'' გასავარდნ ზონაშია, 20 გუნდს შორის 13 ქულით მე-19 ადგილზეა.

საბას საქართველოს 18, 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევ ციკლში 4 მატჩი ჩაატარა, მხოლოდ მაკედონიასთან შეხვედრა გამოტოვა, სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები